არ არის გაყიდვაში

Apple სავარაუდოდ გადადებს 5G iPhone-ის გამოშვებას

27.03.2020 19:25:45

Apple-მა, შესაძლოა, ახალი Iphone 12-ის გამოშვება, რომელსაც 5G მხარდაჭერა ექნება, რამდენიმე თვით გადადოს. ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში ვრცელდება.

 iPhone-12

ინფორმაციის თანახმად პირველი 5G Iphone-ის წარმოება შეიძლება შეფერხდეს კორონავირუსის პანდემიის გამო, რადგან ჯანდაცვის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ვარდნასთან დაკავშირებული პრობლემების გამო პროდუქტზე მომხმარებლის მოთხოვნა შემცირდება.

ოფიციალური ინფორმაციით, მოწყობილობის ახალი მოდელის პრეზენტაცია სექტემბერშია დაგეგმილი, თუმცა სავარაუდოდ მისი წარდგენა რამდენიმე თვით დაიგვიანებს, რადგან ამჟამინდელი ვითარება მსოფლიოში ხელს შეუშლის 5G iPhone-ს გაჰიტებაში.

ამ დროისათვის 5G ტექნოლოგიის დანერგვის მიხედვით Apple ორ მთავარ კონკურენტს, Samsung-სა და Huawei- რამდენიმე წლით ჩამორჩება. ამერიკული ბრენდი 2020 წლისთვის გეგმავდა 100 მილიონი ერთეული 5G iPhone-ის შექმნას და 5G მხარდაჭერის მქონე 4 სხვადასხვა მოდელის წარმოებას.

თავად Apple-ში საკითხის კომენტირებისგან თავი შეიკავეს.

ზევით