Xiaomi -მ ონლაინ პრზენტაიაზე
წარმოადგინა ახალი ფლაგმანური სმარტფონები: Redmi: K30 Pro და K30
Pro Zoom, რომელიც საშუალო საფასო კატეგორიას განეკუთვნება. ახლი სმარტფონები 2019
წელს გამოშვებული Redmi K20
Pro (Mi 9T Pro)-ს განახლებაა. განახლებები შეეხო დიზაინსა და აპარატულ შემადგენელს.

ორ ახალ მოდელს შორის მთავარი განსხვავება კამერების კონფიგურაციაში მდგომარეობს.
თუმცა ორივე მათგანი აღჭურვილია 64mp
Sony IMX686 (F/1,75) ძირითადი კამერით და ორივე მათგანს აქვს 8K ვიდეოს გააფართოების მხარდაჭერა.

ახალი ფლაგმანები მუშაობენ 7 ნანომეტრიან პროცესორზე Qualcomm Snapdragon 865, რომლებსაც აქვთ 5G ქსელის მხარდაჭერა. AMOLED ეკრანის დიაგონალი 6.67 დიუმია. ფრონტალურმა კამერის მონტაჟმა მოძრავ მოდულში შექმნა ჩარჩოების
შევიწროების შესაძლბლობა და გააქრო ჭრილი ეკრანიდან.
