LG უახლოეს დროში მომხმარებელს
შესთავაზებს 4K და 8K დ OLED ტელევიზორებს, რომლებსაც
ერანის განახლების სიხშირე 10 ჰერცი ექნება. პირველად ტელევიზორები აშშ-სა და სამხრეთ
კორეაში გაიყიდება.

ახალი ტელევიზორების
სერიის Gallery GX-ის მთავარი უპირატესობა
მინიმალიზირებული ჩარჩოები და თხელი კორპუსია. კედელზე დაკიდებისას ის ფაქტიურად ნახატს
ემსგავსება. ტელევიზორები გამოდის 55, 65 და 77 დიუმიანი დიაგონალებით.
8K ტექნოლოგიის ტელვიზორებს ექნებათ 77 და 88 დიუმიანი OLED ეკრანი. NanoCell LCD
TV-ს სერიიდან კი კომპანია 7 ტელევიზორს გამოუშვებს, 8K გაფართოებითა და 55, 65, 75 დიუმის დიაგონალით.
120 ჰერციანი ეკრანის განახლების სიხშირე ტელევიზორებს
საშუალებას მისცემს 4K გაფართოების ვიდეო
120 კადრიანი სიხშირით გაჩვენოთ წამში. 8K
კი
- 60 კადრის.

ტელევიზორები იმუშავებენ მესამე თაობის
პროცესორზე Alpha 9 AI, რომელშიც გათვალისწინებულია
ვიდეოს გაფართოებისა
და ხარისხის გაზრდა 4K და 8K-მდე ხელოვნური ინტელექტის წყალობით. რა იქნება
ტელევიზორების სასტარტო ღირებულება ჯერ ცნობილი არ არის.