არ არის გაყიდვაში

Xiaomi Mi 10 Explorer Edition გამჭვირვალე კორპუსით

15.03.2020 15:20:54

დაწყებული 2018 წლიდან კომპანია Xiaomi უშვებს ფლაგმანური სმარტფონების სპეციალურ სერიას Explorer Edition, რომლებიც ახდენენ გამჭვირვალე უკანა პანელის იმიტაციას და თითქოს გვაძლევენ საშუალებას ჩავიხედოთ აპარატის შიგნით. პირველი მათგანი Mi 8 Explorer Edition 2018 წელს გამოუშვეს, შემდეგი იყო Mi 9, 2019 წელს. თუმცა ამის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ კომპანია სერიას ამით დაასრულებდა. 

111 (2)


ამის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ კომპანია წელსაც გამოუშვებს მოდელს Mi 10-ს, რომელსაც წინამორბედებისგან განსხვავებით ნამდვილად გამჭვირვალე პანელი ექნება და არა პანელი შიგთავსის იმიტაციით. 

222


გამჭვირვალე პანელის მიღმა შეგვიძლია დავინახოთ ორფენოვანი გრაფიტისგან შექმნილი გაგრილების სისტემა, რომელიც დედა პლატას რაიონშია განთავსებული, დამტენი ნაწილი უსადენო დატენვისთვის, კამერები, ფლეშ განათება და აკუმულატორი. 

333


ამ დროისათვის არ არის ცნობილი, როდის გამოვა გაყიდვაში სმარტფონი და რა იქნება მის გასაყიდი ღირებულება.


ზევით