არ არის გაყიდვაში

კომპანია TCL-ის ახალი Z ფორმის სმარტფონი

11.03.2020 01:17:45
დრეკადეკრანიანი სმარტფონების ბაზარი ფართოვდება და მასზე ახალი მოთამაშეები ჩნდებიან. ახლაც კომპანიამ TCL წარმოადგინა ორი ახალი სმარტფონის პროტოტიპი დაკეცვის განსხვავებული მეთოდებით. ერთი მოდელი დაიკეცება Z ფორმის პრინციპით, მეორეს ეკრანი კი გაიშლება კორპუსით დაფარული შრისგან. 

11

დიდ ინტერესს იწვევს სლაიდერ სმარტფონი, რომლის ეკრანიც დაკეცილ მდგომარეობაში 6.75 დიუმია, გაშლისას კი 7,8 დიუმამდე ფართოვდება.

სადემონსტრაციო ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ შედის დრეკადი OLED ეკრანი კორპუსის შიგნით. გახსნისას კი უკან გამოდის. რაც მთავარია, პროცესი სრულიად ავტომატურია.

22

 


მეორე აპარატი, რომელიც Z პრინციპით იკეცება, გახსნის შემდეგ იღებს 10 დიუმის დიაგონალის ეკრანს. მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია ერთ, ორ ან სამივე ფენასთან ერთად მუშაობა. 

ამ დროისათვის არ ვრცელდება ინფორმაცია გაყიდვაში გამოსვლის თარიღთან და ფასთან დაკავშირებით.



ზევით