კომპანია Correlium-ში მომუშავე ენთუზიასტების ჯგუფმა გამოუშვა აპლიკაციის ბეტა ვერსია, რომელიც შესაძლებელს გახდის ანდროიდის ოპერაციული სისტემის iPhone-ზე მორგებას, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.

პროგრამა Project Sandcastle ნაწილობრივ მომუშავე Android-ის ვერსიას აყენებს iPhone 7-ზე ან iPhone 7 Plus-ზე, ასევე მეშვიდე თაობის iPod Touch-ზე. Apple-ის სხვა სმარტფონების მხარდაჭერაზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს.
უნდა აღინიშნოს, რომ iPhone-ზე ბევრი კომპონენტი არ მუშაობს გამართულად. Მაგალითად არ მუშაობს Bluetooth, კამერა და გრაფიკული ბირთვი.
თუმცა ენთუზიასტებმა უკვე გამოსცადეს აპლიკაცა Project Sandcastle და სრულიად კმაყოფილებიც დარჩნენ.