
ამ დროისათვის ფოტოების რეალურობა არავის დაუდასტურებია. თუმცა გავრცელებული სურათები შეესაბამება აპარატის შესახებ მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას.
ინსაიდერული ფოტო გვაჩვენებს აპარატს წინა და უკანა მხრიდან. მისი ძირითადი კამერა ტრადიციისამებრ განთავსებულია ოთხკუთხოვან ბლოკში. თუმცა მთავარი კამერის ბლოკში მხოლოდ ერთი სენსორი და ფლეშ განათების მოდულია. შესაბამისად ოთხკუთხა ბლოკის გამოყენება კომპანიის მხრიდან საჭიროება კი არა მოდის აყოლაა.

ფრონტალურ ზედაპირზე კარგად ჩანს მრგვალი ჭრილი სელფი კამერისთვის, რომელიც განთავსებულია ზედა მარცხენა კუთხეში. პირველად ხდება, როცა Google-ის მწარმოებლები ფრონტალურ კამერას ამ ადგილას ათავსებენ.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ Pixel 4a მიიღებს 5,8 დიუმიან ეკრანს, Snapdragon 730 პროცესორს და მეხსიერების მინიმალურ კომპლექტაციას 4GB/64GB-ს. მთავარ კამერას კი 12.2 mp გაფართოება ექნება. სმარტფონის შესახებ სხვა ოფიციალური მონაცემები და ღირებულება ჯერ ცნობილი არ არის.