Sony Xperia 1 II-ის პრეზენტაცია კორონა ვირუსის გამო ონლაინ გაიმართა. ის კომპანიის პირველი სმარტფონია, რომელსაც აქვს 5G მხარდაჭერა.

აპარატს აქვს 4K HDR OLED CinemaWide დისპლეი 6.5 დიუმის დიაგონალით. მუშაობს პროცესორზე Qualcomm Snapdragon 865, 8 GB ოპერატიული და 256 GB შიდა მეხსიერებით, რომელიც 1 TB-მდე ეზრდება. აკუმულატორის მოცულობა 4000 mAh-ია. ენერგოეფექტორი ტექნოლოგიის გამოყენებით ავტონომიური მუშაობის დრო იზრდება. მტვერისა და წყლისგან დაცულია IP65/IP68 სტანდარტით. მუშაობს Android 10-ზე.
მწარმოებლებმა კამერებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს. ძირითად კამერას აქვს სამი სენსორი ერთნაირი 12 mp გაფართოებით. ძირითადი კამერა იყენებს 1/1,7 დიუმიან სენსორს Dual PD ავტკოფოკუსით, გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემით და f/1.7 დიაფრაგმის მქონე ობიექტივით.

მეორე მოდულს 1/3,4 დიუმიანი სენსორით, PD ავტოფოკუსით და ოპტიკური სტაბილიზაციით აქვს f/2.4 ობიექტივი და 34 გრადუსიანი ხედვის კუთხე. მესამე ზეფართოკუთხოვანი მოდული 124 გრადუსიანია. ძირითად კამერას აქვს დამატებითი 3D iTOF ტექნოლოგია, რომელიც ფლეშ განათებასთან არის განლაგებული. სმარტფონში გამოყენებულია კომპანია ZEISS - ის ოპტიკა.