არ არის გაყიდვაში

როდის გამოვა iPhone 9 და iPad Pro?

20.02.2020 22:49:07
Apple-ის გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან iPhone 9-ს გაყიდვაში გამოსვლას, თუმცა კომპანიას ოფიციალური თარიღი ჯერ არ დაუსახელებია. ამის მიუხედავად Apple-ის პარტნიორები აქტიურად აკეთებენ მინიშნებებს იმაზე ეს იქნება 31 მარტი. 

1
გაზაფხულის ოფიციალურ პრეზენტაციებს Apple, როგორც წესი მარტში აწყობს. რაც ადასტურებს მედიაში გავრცელებულ არაოფიციალურ ინფორმაციას. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი მთავარი პროდუქტი იქნება iPhone 9, რომელსაც მწარმოებელი მომხმარებელს სულ რაღაც 400 დოლარად შესთავაზებს. ამ ფასად იყიდებოდა მისი წინამორბედიც iPhone SE. 

2
ახალ iPhone 9-ში გამოყენებულია iPhone 8-ს მსგავსი დიზაინი. სმარტფონს ექნება home ღილაკი, რომელშიც ჩაშენებული იქნება Touch ID სკანერი. აპარატი იმუშავებს პლატფორმაზე SoC A13, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იქნება 3 GB, შიდა მეხსიერება კი მოდიფიკაციის მიხედვით 64 ან 128 GB. 
ინსაიდერების ინფორმაციით გაზაფხულის პრეზენტაიაზე Apple წარადგენს ასევე iPad Pro-ს, რომელსაც ექნება სამ სენსორიანი ძირითადი კამერა, რომელიც აპარატზე განთავსებული იქნება iPhone 11-ის მსგავსად. პრეზენტაციაზე შეიძლება გამოჩნდეს ასევე MacBook Pro, 13 დიუმიანი ეკრანით. ინსაიდერების ინფორმაციით გაყიდვები 3 აპრილიდან დაიწყება.

ზევით