არ არის გაყიდვაში

Galaxy Z Flip: მონაცემები

15.02.2020 21:34:42

პრეზენტაციაზე Galaxy Unpacked 2020, Samsung - მა წარმოადგინა დასაკეცეკრანიანი სმარტფონი Galaxy Z Flip, დრეკადკერანიანი სმარტფონებისთვის უნიკალური მაქსიმალურად თხელი მინით. 


Galaxy Z Flip-ს აქვს Dynamic AMOLED ეკრანი 6,7 დიუმის დიაგონალით Full HD+ გაფართოებით. Flip-ს აქვს უნიკალურად თხელი დრეკადი მინა, რაც ემსახურება მისი ექსპლოატაციის ვადის გახანგძლივებას. 


10 mp ფრონტალური კამერა ტრადიციულად დისპლეის ზედა მხარესაა განთავსებული. ძირითადი კამერა დამატებით ეკრანთანაა განთავსებული და აქვს ორი სენსორი. ძირითადი 12 mp და ფართოკუთხოვანი 123˚ხედვის კუთხით 12 mp-იანი სენსორები.

1

დამატებითი Super AMOLED ეკრანი 1.1 დიუმის დიაგონალისაა და ასრულებს დროის, ელემენტის დატენვის, შემოსული შეტყობინებების დაფიქსირების ფუნქციას. აქვს დაქტილოსკოპიური სკანერი, რომელიც ჩართვის ღილაკთანაა ინტეგრირებული. 

ვიდეოზარის განხორციელებისას სმარტფონი შეიძლება მოხაროთ 90 გრადუსიანი კუთხით და დადგათ მაგიდაზე. ამავე გზით შეგიძლიათ განახორციელოთ სელფი გადაღებები.

3

Galaxy Z Flip მუშაობს 7 ნანომეტრიან პროცესორზე Snapdragon 855, 8 GB  ოპერატიული მეხსიერებით. აკუმულატორის მოცულობა 3300 mAh-ია. აქვს სწრაფი დატენვის ფუნქციაც. 

აპარატის წონა 183 გრამია. ზომები კი 167,3 х 73,6 х 7,2 მმ. (87,4 х 73,6 х 17,3-15,4 მმ დაკეცილ მდგომარეობაში).


ზევით