ოფიციალურ
პრეზენტაციამდე
2 დღით ადრე, სამსუნგმა გაავრცელა ახალი დასაკეცი ტელეფონის Galaxy Z Flip-ის შესახებ საპრეზენტაციო ვიდეო, რასაც არავინ ელოდა,
რადგან აქამდე ოფიციალურ წარდგენამდე ადრე ინფორმაცია მხოლოდ ინსაიდერებს თუ
გამოჰქონდათ.

ამ დრომდე სამსუნგის დასაკეც სმარტფონზე მხოლოდ ჭორები თუ გვსმენოდა, ახლა კი ვიცით, რომ მისი პრეზენტაცია 11 თებერვალს შედეგება და კომპანია მასთან ერთად Galaxy S20 სერიის სამ სმარტფონსაც წარადგენს.
Samsung-მა ახალი სმარტფონის ვიდეო ოსკარის
დაჯილდოების ცერემინიალზე აჩვენა მაყურებელს, რითაც, როგორც ჩანს ფართე
აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა და საკუთარი ელიტარულობის დამტკიცება სურდა.
კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ საკმაოდ კომპაქტურ სმარტფონს, რომელიც იშლება 90 გრადუსზე და საშუალებას გვაძლევს ვიდეო ქოლების საშულებით კომფორტულად ვისაუბროთ. ვიდეოში ასევე ჩანს აპარატის ფერადი გარე ეკრანი, რომლიდანაც შესაძლებელია შემომავალი ზარის მიღება.
უფრო მეტი დეტალი სმარტფონის შესახებ ოფიციალურ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.