რუსულმა კომპანია
Caviar-მა ტესლას ელექტროპიკაპის Cybertruck-ის დიზაინის
შთაგონებით Cyberphone შექმნა - iPhone 11 Pro, განსხვავებული ვიზუალით. სმარტფონი ამ დიზაინით მხოლოდ 99 ცალი გამოვა.

მიუხედავად
იმისა, რომ საწყის ღირებულებად თავდაპირველად 5256 დოლარი სახელდებოდა, ამ დროისათვის
Caviar-ის
ვებგვერდზე მისი
ფასი $15 860-ია.

რთული
სათქმელია, იქნება თუ არა ასეთი დიზაინერული გადაწყვეტილება მოსახერხებელი მომხმარებლისთვის.
სმარტფონს მთლიანად ფარავს ტიტანის კორპუსი. ეკრანის დამცავიც კი ტიტანისაა. შესაბამისად
პრაქტიკულობა ნამდვილად ვერ იქნება მისი დძლიერი მხარე, მაგრამ როგორც მაღალი სტატუსის
დამადასტურებელ ნიშანს, ნამდვილად ბევრი კლიენტი გამოუჩნდება. განსაკუთრებით რუსეთში.