გასულ წელს, Lenovo-მ საზოგადოებას მსოფლიოში პირველი
დრეკადეკრანიანი კომპიუტერის პროტოტიპი წარუდგინა, რომლის OLED ეკრანი წიგნივით შუაზე იკეცებოდა. წლევანდელ
გამოფენაზე CES 2020-ზე კომპანიამ პროდუქტის შესახებ მეტი დეტალი გაამხილა. ირკვევა, რომ ნოუთბუქი სახელად ThinkPad X1 Fold ბაზარზე მიმდინარე წელს გამოჩნდება და მისი ფასი 2500 დოლარი იქნება.

Lenovo ნოუთბუქის პროექტზე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა.
რთული გასარკვევია კონკრეტულად რა არის ეს გაჯეტი: ნოუთბუქი, ტაბლეტი, თუ, როგორც Lenovo-ში უწოდებენ, დრეკადეკრანიანი პერსონალური
კომპიუტერი, მთავარია, რომ ის ძალიან კომპაქტური და მოსახერხებელია და სწორედ ეს
არის მისი მთავარი ღირსებაც.
ThinkPad X1 Fold-ის ეკრანი აღჭურვილია 13.3 ინჩიანი 4:3 OLED დისპლეით, რომელსაც აქვს 2048 x 1536 გაფართოება. მოდელში გამოყენებულია LG-ის ეკრანი. კომპიუტერი Windows 10 Pro ოპერაციულ
სისტემაზე მუშაობს, რომელიც „მაიკროსოფთმა“ სპეციალურად დრეკადეკრანიანი
მოწყობილობებისთვის შექმნა. მისი გამოყენებისას შეგიძლიათ ისარგებლოთ
როგორც ეკრანზე არსებული, ასევე გარე, უკაბელო კლავიატურითაც. სწორედ ეს აქცევს გაჯეტს მსოფლიოში ყველაზე პატარა პერსონალურ კომპიუტერად.

X1 Fold-ის ოპერატიული მეხსიერება 8 GB-ს შეადგეს. აქვს 5 mp
ვებკამერა და ბლუთუზ კავშირის მხარდაჭერა.