ლოს-ანჯელესში გამართულ ღონისძიებაზე, Motorola-მ ოფიციალურად წარადგინა
თავისი პირველი დასაკეცი სმარტფონი Razr.

ანდროიდის სისტემაზე მომუშავე დასაკეცი სმარტფონი, კლასიკური Motorola-ს ვიზუალს იმეორებს, თუმცა, მისი გახსნის შემდეგ აქ კლავიატურის ნაცვლად ერთი მთლიანი ეკრანი გვხვდება.
Motorola Razr-ის OLED ეკრანი 6.2 ინჩიანია და აქვს 2142 x 876 გაფართოება. აპარატი მუშაობს პროცესორ ზ ე Snapdragon 710. აქვს 6 GB ოპერატიული და128 GB შიდა მეხსიერება. ჩვეულებრივი სმარტფონებისგან მას მეორე ეკრანი გამოარჩევს, რომელიც კლასიკური მოდელის მსგავსად, დაკეცილი მოწყობილობის წინა მხარეს გვხვდება. ის 2.7 ინჩიანია, 800 x 600 გაფართოებით. ის ტელეფონის გახსნის გარეშე, სწრაფად გვატყობინებს სხვადასხვა სიახლეს –ახალი შეტყობინებებს, გამოტოვებულ ზარებს და ა.შ.

Razr-ს აქვს 16 mp ფრონტალური კამერა, ღამის ხედვის რეჟიმით და 5 mp სელფი კამერა. სმარტფონის
აკუმულატორი
2510 mAh-იანია. აქვს USB პორტი და თითის ანაბეჭდის სკანერი. გაყიდვაში 2020 წლის იანვრიდან ჩაეშვება, მისი ფასი კი 1499 დოლარი იქნება.