არ არის გაყიდვაში

სკუტერ სავარძელი Segway S-Pod

20.01.2020 20:58:14

კომპანია Segway-მ ახლახანს გამოფენაზე CES 2020 წარმოადგინა უნიკალური თვითმოძრავი მოწყობილობა, Segway S-Pod, რომელიც განკუთვნილია მცირე მანძილზე კომფორტული გადაადგილებისთვის. 

1

 

Segway S-Pod-ის დიზაინი მოგვაგონებს კომფორტულ სახლის სავარძელს და იწონის დაახლოებით 150 კგ-ს.  Segway-ს ტრადიციული მოწყობილობებისგან განსხვავებით, სადაც მანევრირება მომხმარებლის სხეულის საშუალებით ხორციელდება, S-Pod ჯოისტიკის საშუალებით გადაადგილდება, თუმცა სხეულის ცენტრის შეცვლით მანქანის მიმართულების შეცვლის პრინციპი კვლავაც დაცულია. სავარძელ-სკუტერი 40 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, აკუმულატორის ავტონომიური მუშაობის მანძილი კი 70 კმ-ია.

ახალი სკუტერი ამ დროისათვის მხოლოდ კონცეპტუალურ პროექტს წარმოადგენს და გაყიდვაში გამოსვლამდე, მცირე შესწორებებს განიცდის. მწარმოებლები ამბობენ, რომ ეს იდეალური გადასაადგილებელი საშუალებაა მცირე მანძილების დასაფარად სადგურიდან ოფისამდე, გაჩერებიდან მაღაზიამდე და ა.შ. 
Segway S-Pod გაყიდვაში 2021 წელს გამოვა.


ზევით