არ არის გაყიდვაში

Zanco tiny t2 - მსოფლიოში ყველაზე პატარა სმარტფონი

18.01.2020 23:19:06

2017 წელს შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე პატარა მობილური Zanco Tiny T1. წელს კი მწარმოებლებმა შემოგვთავაზეს მისი განახლებული ვარიანტი, შეჰმატეს ახალი ფუნქციები და წარმოადგინეს Zanco Tiny T2.

111 (1)

 

Zanco Tiny T2 - ის ზომები შეადგენს 6 х 3 х 1,6 სმ-ს, წონა 31 გრამს. მწარმოებლებმა გაზარდეს მობილურის ავტონომიური მუშაობის დრო ელემენტის მოცულობის გაზრდის ხარჯზე. მისი მოცულობა განახლებულ ვერსიაში 500 mAh-ს შეადგენს და მოლოდინის რეჟიმში 7 დღეს მუშაობს დამოუკიდებლად. მობილურს დაემატა ასევე  Bluetooth 3.0 მოდული და 3G მხარდაჭერა.

3

 

სმარტფონი მუშაობს პროცესორზე MediaTek MT6276A, რომელიც ენერგიის მცირე მოხმარებით გამოირჩევა. TFT ეკრანის დიაგონალი 1 დიუმს შეადგენს, გაფართოება კი - 128х96. უკანა მხარეს განთავსებულია 0.3 mp კამერა ფლეშ განათებით. სმარტფონის მცირე ზომები საშუალებას იძლევა აწარმოოთ ფარული გადაღებები, ინფორმაცია კი 32 GB მოცულობის მქონე Micro SD ბარათზე შეინახოთ. სმარტფონის შიდა მეხსიერება 128 MB-ია. ოპერატიული კი - 64 MB.

2

 

В Zanco Tiny T2- აქვს სტანდარტული მაღვიძარა, კალენდარი, კალკულატორი და თამაშები: Tetris, Snake, Doodle Jump.


ზევით