არ არის გაყიდვაში

CES 2020: Samsung ახალ დრეკად ეკრანიან სმარტფონს წარმოადგენს

11.01.2020 03:36:48

მომავლის სმარტფონების განვითარების პერსპექტიული მიმართულება დრეკადეკრანიანი აპარატებია, რომელიც საშუალებას იძლევა გავზარდოთ ეკრანის დიაგონალი ისე, რომ შევინარჩუნოთ აპარატის მობილურობა. კომპანია Samsung გასულ წელს შეეჯახა ტექნოლოგიურ პრობლემას, როდესაც Galaxy Fold გამოუშვა, თუმცა ახალი ტექნოლოგიის დამუშავებისას ეს მოულოდნელობას არ წარმოადგენს. დრეკადეკრანიან აპარატებზე მოთხოვნამ კი აჩვენა, რომ ეს მიმართულება საკმაოდ პერსპექტიულია.

1

 

Samsung-ის ტექნოლოგები ამ დროისათვის მუშაობენ ახალი დრეკადეკრანიანი სმარტფონის კონცეპტზე, რომელიც Galaxy Fold-ს შეცვლის. გარდა ამისა კომპანია გამოიყენებს დაკეცვის იმ პრინციპს, რომელიც Motorola Razr-ს აქვს. Samsung-ში გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ ეს ერთადერთი პრინციპი არ არის, რაზეც კომპანიაში მუშაობენ და მწარმოებლები გეგმავენ სმარტფონის გამოშვებას, რომელიც ზომებს შეიცვლის ვერტიკალური და ჰორიზონტალური სლაიდერის კონსტრუქციის ხარჯზე.

3

 

როგორც ინფორმატორები ამბობენ, სმარტფონის კონცეფციას კომპანია CES 2020-ის დახურულ ჩვენებაზე წარმოადგენს. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, უკვე მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში ბაზარზე გამოვა Samsung-ის ახალი სმარტფონი დრეკადი ეკრანით.

2

 

პარალელურად კომპანიის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს Galaxy Fold- გაყიდვების მაჩვენებელი, რომელიც არც ისე იაფი ღირს და აღმოჩნდა, რომ სულ 400-500 ათასი გაიყიდა. ამგვარად უარყოფილ იქნა ჭორები, რომ კომპანიამ მილიონი ერთეული დრეკადეკრანიანი სმარტფონი გაყიდა. თუმცა ნახევარი მილიონი ისეთი სმარტფონის გაყიდვა, რომელიც ხარვეზებით მუშაობს, კომპანიისთვის მაინც წარმატებაა და მიუთითებს იმაზე, რომ კონცეფტის დახვეწაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.


ზევით