რეგულარული გამოფენის CES 2020
(Consumer Electronics Show)-ის ფარგლებში, რომელიც 7-10 იანვარს გაიმართება ლას
ვეგასში კომპანია AMD წარმოადგენს 7 ნანომეტრიან
მობილურ სისტემებს APU Ryzen 4000 (Renoir).

ფლაგმანური პროცესორები APU Ryzen 4000 აქტიურად განიხილებოდნენ
საზოგადოებაში. არაერთხელ თქმულა ის, რომ სისტემებმა შესაძლოა გამოიწვიოს რევოლუციური
ცვლილებები. უკვე ცნობილია, რომ AMD Ryzen 9 4900H - ფლაგმანური პროცესორი,
რომელიც განკუთვნილია ნოუთბუქებისთვის, მიიღებს 8 ბირთვს x86, Zen 2-ის არქიტექტურაზე და
ექნება მონაცემების მრავალდინებიანი დამუშავების ტექნოლოგია Simultaneous Multi-threading (SMT). პროცესორი კონკურენციას
გაუწევს Intel Core i9-9980HK-ს.
ფიქრობენ, რომ გამოფენაზე AMD დააანონსებს სერიას
ექვსი პროცესორით (Ryzen 9
4900H, Ryzen 7 4800H, Ryzen 7 4800HS, Ryzen 7 4700U, Ryzen 5 4600H და Ryzen 5 4600HS). ასევე ვიხილავთ პროცესორებს პერსონალური კომპიუტერებისთვის
TDP 65-ით და 35 ვატით.
7 ნანომეტრიანი ფლაგმანური
კონფიგურაცია APU Ryzen Mobile 4000 აღიჭურვება შიდა გრაფიკული პროცესორით Radeon Vega, რომელსაც ექნება 13 მოდული.
AMD კონფერენციაზე ვიდეოპროცესორების Radeon RX 5600-ის განახლებულ სერიასაც წარმოადგენს.