პროცესორების ორი წამყვანი მწარმოებელი AMD და Intel გამუდმებით ცდილობენ
შექმნან უნიკალური მაღალმწარმოებლური სისტემები, რომლებიც კონკურენტს გაანადგურებენ.
ამ დროისათვის, როგორც ჩანს პირველობა კომპანია AMD-ს ხელში გადადის, რომელმაც მიმდინარე წლის ნოემბერში წარმოადგინა
მესამე თაობის პროცესორები Ryzen Threadripper 3000.

პირველადი ტესტირების შემდეგ ექსპერტები მსოფლიოს ყველაზე ძლიერ მოდელად
აღიარებენ 32 ბირთვიან პროცესორს Threadripper
3970X.

Threadripper 3970X-სთან ჩატარებულმა უფრო
დეტალურმა ტესტირებამ, რომელიც ენერგიის გამოყენების დაბალ რეჟიმში ჩატარდა, აჩვენა,
რომ პროცესორი უსწრებს Intel - ის Core i9-10980XE-საც.
Ryzen Threadripper 3970X-ის ექსპერიმენტი ტარდებოდა
TDP-ს განსხხვავებულ მნიშვნელობებში,
რომელსაც ამუშავებდნენ სპეციალური აპლიკაციების საშუალებით. TDP - ის საბაზისო რეჟიმში
280 ვატით, ერთბირთვიან რეჟიმში პროცესორი მუშაობს 3.7 Ghz - 4,5 Ghz-ზე. TDP-ი დაცემისას ეცემა
ტაქტური სიხშირეებიც, რომლებიც ამავე დროს უზრუნველყოფენ ენერგოეფექტურობის ამაღლებას.

140 ვატიან TDP-ზე პროცესორმა Ryzen Threadripper 3970X შეძლო ეჩვენებინა უფრო
მაღალი მწარმოებლურობა, ვიდრე 18 ბირთვიანმა Intel Core i9-10980XE 165 ვატიანი TDP-ით. ტესტირება ტარდებოდა, როგორც
მრავალ ბირთვიან, ისე ერთ ბირთვიან რეჟიმებში.