ბლოგერებისა და ექსპერტების ყურადღება მთელი მომავალი წლის განმავლობაში
მიპყრობილი იქნება სათანამაშო კონსოლების PlayStation 5-ისა და Xbox Series X-სკენ, რომლის დარელიზებასაც სწორედ 2020-ში გვპირდებიან
მწარმოებლები. გარდა ახალი მოწყობილობების დიზაინისა ყველას აინტერესებს Sony-ს და Microsoft-ის საფასო პოლიტიკა. მაგალითად კომპანია Niko Partners-ის ანალიტიკოსმა მაკომპლექტებელი დეტალების თვითღირებულებაზე
დაყრნობით ყველაზე პირველმა წარმოადგინა მომავალი სათამაშო კონსოლების ფასის ფორმირების
ვერსია.

ის ფიქრობს, რომ სათამაშო გაჯეტების მინიმალური ღირებულება არ შეიძლება
იყოს 400 დოლარზე ნაკლები. ანალიტიკოსი ეყრდნობა კონსოლის იმ მახასიათებლებს, რაც კომპანიებმა
უკვე გამოაცხადეს და მათი ღირებულების
დადგენით ადგენს საერთო ფასსაც. ის ითვლის CPU/GPU-ს, GDDR6 და SSD მეხსიერების ფასს, რაზეც კონსოლების
ფასის ნახევარი დაიხარჯება. ამიტომ თუ მას მწარმოებელი გაყიდის 400 დოლარზე ნაკლებად,
წაგებაში წავა.

