არ არის გაყიდვაში

გამოქვეყნდა დასაკეცი Galaxy Fold 2 -ის რეალური ფოტოები

22.12.2019 22:27:32

დრეკადი ეკრანის მქონე სმარტფონების შეჯიბრი ეს ესაა დაიწყო და ბაზრის ლიდერი Samsung უკვე მზად არის გამოუშვას სერიის მეორე დრეკად ეკრანიანი სმარტფონი Galaxy Fold 2. ახალი სმარტფონის შესახებ ინფორმაცია დღის სინათლეზე ინსაიდერებმა გამოიტანეს და ვებ-გვერდზე Weibo აპარატის რეალური ფოტოები განათავსეს.

2

 

გამოქვეყნებულ ფოტოებში თაავისუფლად შეგვიძლია დავინახოთ, რომ დრეკადობის პრინციპი სამსუნგმა საკმაოდ პოპულარული მოდელისგან Motorola RAZR-სგან ისესხა. აპარატის ფრონტალური კამერა განთავსებული იქნება მონიტორზე გაკეთებულ მრგვალ ჭრილში ისე, როგორც ეს გაკეთებულია Galaxy Note 10-ში. ძირითად კამერას ექნება მხოლოდ ორი მოდული. მოდელს ექნება კიდევ ერთი დამატებითი მონიტორი ექსპრეს შეტყობინებებისთვის.


33 

 

ამ დროისთვის ვიცით, რომ Samsung-ის მეორე დასაკეც მოდელს აქვს კოდური სახელწოდება Bloom და ნომერი SM-F700F. გახსნილ მდგომარეობაში ეკრანის დიაგონალი იქნება 6.7 – 6.8 დიუმი. არსებობს ინფორმაციაც, რომ სმარტფონი 900 mAh-იან ორ აკუმულატორზე იმუშავებს და დაიტენება 25 ვატიანი სწრაფი დამტენით.

55 

 

ახალი მოდელის სავარაუდო გასაყიდი ფასი იქნება 800 დოლარი, მისი პრეზენტაცია კი 2020 წლის თებერვალში გაიმართება.


ზევით