მაღალტექნოლოგიური კომპანია Facebook მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს აზრების ამოცნობის ტექნოლოგიისა და საუთარი ოპერაციული სისტემის შექმნის პროექტებში. ამგვარად Facebook გეგმავს გახდეს ერთ-ერთი ლიდერი ვირტუალური რეალობის სფეროში მოღვაწე კომპანიებს შორის.
კოლექტივს, რომელიც Facebook-ის ახალი ოპერაციული სისტემის შექმნაზე იმუშავებს
უხელმძღვანელებს ცნობილი ტექნოლოგი მარკ ლუკოვსკი, რომელიც მანამდე მუშაობდა Microsoft -ში და შექმნა Windows
NT. ამ დროისათვის პროექტი
გასაიდუმლოებულია, თუმცა ინსაიდერებისგან გამოტანილი ინფორმაციის თანახმად ახალი ოპერაციული
სისტემა განკუთვნილია ვირტუალური რეალობის ჩაფხუტის Oculus-ისა და Portal-ის სმარტ მონიტორების მხარდასაჭერად.
ახალი ოპერაციული სისტემის შექმნის
მიზანია კონკურენტების გავლენისგან გათავისუფლება და facebook-ის მიერ შექმნილი ახალი გაჯეტების სრულყოფილი
მხარდაჭერა.
Facebook-ის
ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით ახალი ოპერაციული სისტემა შეამცირებს Google-ზე დამოკიდებულებას და გაზრდის კომპანიის სერვისების
უსაფრთხოებას.