არ არის გაყიდვაში

Redmi-ს ახალი ნოუთბუქები Intel-ის პროცესორითა და Nvidia-ს ვიდეო ბარათით

14.12.2019 23:03:23

Xiaomi-ს ქვებრენდმა Redmi-მ საკუთარ საფირმო პრეზენტაციაზე ახალი ნოუთბუქები წარმოადგინა. RedmiBook 13-ის სერის ნოუთბუქები მუშაობენ მეათე თაობის Intel Core პროცესორზე, აქვთ ულტრა თხელი ჩარჩოები და მაღალმწარმოებლური გაგრილების სისტემა.

11

 

ნოუთბუქებს აქვთ 13.3 დიუმიანი IPS ეკრანი Full HD გაფართოებით. ფრონტალური პანელის სასარგებლო ველი შეადგენს 89%-ს.

22

 

კომპლექტაციიდან გამომდინარე ნოუთბუქი მუშაობს მეათე თაობის პროცესორებზე Intel Core i5 ან Core i7 და ვიდეო პროცესორზე  Nvidia GeForce MX250. შიდა მეხსიერების მოცულობა 512 GB, ოპერატიული - 8GB.  ნოუთბუქები მუშაობენ ოპერციულ სისტემაზე Windows 10. აკუმულატორის ავტონომიური მუშაობის დრო შეადგენს 11 საათს.

33

 

RedmiBook 13-ის საბაზისო მოდელი Intel Core i5 პროცესორით $600 ეღირება.  ნოუთბუქები გაყიდვაში 12 დეკემბრიდან გამოვიდა.


ზევით