Xiaomi Redmi-მ წარმოადგინა ახალი
მოდელი Redmi K30, რომელიც უახლოეს მომავალში
კომპანიის ერთ-ერთი პოპულარული სმარტფონი გახდება. ის ორი ძირითადი მოდიფიკაციით, 5G და 4G ინტერნეტის მხარდაჭერით გამოვა.

პრეზენტაციის შემდეგ სმარტფონი ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა, რომლებმაც
შეძლეს ოპერატიული ვიდეოს გადაღება მის შესახებ. მათ მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ
აპარატი წითელ და ვერცხლის ფერებში გამოვა. უკანა მხარეს გრადიენტული
ელფერი აქვს. წინა მხარეს კი ოვალური ჭრილი ფრონტალურ კამერასთან. აპარატს 6,67 დიუმიანი IPS ეკრანის გარშემო ძალიან თხელი ჩარჩო აქვს. უკანა
ეკრანზე კი 4 კამერაა განლაგებული. ძირითადი კამერა 64 mp-იანია. სმარტფონს აქვს საფირმო მარკა MIUI 11.0.2.
ეკრანის განახლების სიხშირე 120 Hz-ია, რაც დისპლეის სწრაფ მუშაობას უზრუნველყოფს. სმარტფონი
მუშაობს პროცესორზე Snapdragon
765G.
საბაზისო მოდელი 5 G მხარდაჭერით $286 ეღირება. მოდელი 4G მხარდაჭერით - $ 228.