სულ
ახლახანს Motorola-მ დასაკეცი სმარტფონის Razr -ის შემდეგ, ახალი
მობილური მოწყობილობა One
Hyper წარადგინა.
სმარტფონს 6.5-დიუმიანი ეკრანი აქვს, 2340 x 1080-იანი გაფართოებით. მისი 32 mp სელფი კამერა კორპუსიდან ამოდის (Xiaomi Mi 9t-ს მსგავსად).
რაც
შეეხება სმარტფონის ძირითად კამერებს – მათი რაოდენობა ორია. აქედან, ერთ-ერთი ორმაგი კამერაა და 64 მეგაპიქსელიანთან ერთად,
16 მეგაპიქსელიან ლინზასაც აერთიანებს, ხოლო
მეორე კამერა 8 მეგაპიქსელიანია, 108 გრადუსიანი გაფართოებით.
მოდელი იმით გამოირჩევა, რომ 4,000 mAh-იანი ელემენტი აქვს, რომლის წყალობითაც სრული დამუხტვის შემდეგ, უწყვეტი მუშაობის პირობებში, 38 საათს იმუშავებს ავტონომიურად.
Motorola
One Hyper-ს
აქვს 128GB შიდა მეხსიერება და
4GB ოპერაციული მეხსიერება. მუშაობს
Qualcomm Snapdragon 675-ის
პროცესორსა და Android 10-ის ოპერაციულ სისტემაზე.
One Hyper-ის შეძენა, ამ ეტაპზე, შეერთებული შტატების მასშტაბითაა შესაძლებელი და
მისი ფასი 400 დოლარია. ჯერჯერობით, უცნობია, როდის გახდება ის გლობალურად ხელმისაწვდომი.