არ არის გაყიდვაში

HONOR Watch Magic 2 Smart საათი დამოუკიდებლად 14 დღე მუშაობს

30.11.2019 17:13:32
ამ დღეებში ჩატარებულ პრეზენტაციაზე Huawei-მ სხვა გაჯეტებთან ერთად სმარტ საათიც Watch Magic 2 წარმოადგინა, რომელსაც აქვს მძლავრი ჩიპი, წყალგაუმტარობის მაღალი კლასი და ფუნქციების ფართო სპექტრი. 


1


მოცემული გვაქვს სმარტ საათის ორი მოდიფიკაცია 42 და 45 მმ დიამეტრის კორპუსით. ის უჟანგავი ფოლადისაა. AMOLED დისპლეის ეკრანის დიამეტრი კი ქალის მოდელისთვის 1.2 დიუმია, კაცის - 1.39. 
საათი მუშაობს პროცესორზე Kirin A1. ძირითადი მეხსიერება შეადგენს 4GB-ს, რომელთაგან 2 თავისუფალია და მფლობელს შეუძლია მასზე აუდიოფაილები განათავსოს. ჯანმრთელობისა და აქტივობების პროგრამას ფუნქციების ფართო სპექტრი აქვს. პულსმეტრს ემატება ინდივიდუალური ტრენერი, რომელიც სავარჯიშო პროგრამებს გირჩევთ. 


2


წყლისგან დაცვის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ ჩახვიდეთ 50 მეტრის სიღრმეზე და წყალში 10 წუთი დაყოთ სმარტ საათთან ერთად. ის აკონტროლებს თქენი ძილის ხარისხს და ემოციონალურ მდგომარეობასაც კი, რომელთან დაკავშირებითაც რეკომენდაციებს გაძლევთ. 
უფროსი მოდელის ავტონომიურად მუშაობის დრო შედგენს 14 დღეს. უმცროსის კი - ერთ კვირაა. 

3



46 მმ-იანი მოდელი გამოვა შავში და ყავისფერში. 42 მილიმეტრიანი - შავსა და ოქროსფერში. HONOR Watch Magic 2 (42 მმ) ფასი 156 დოლარი იქნება. Watch Magic 2 (46 მმ) - $171. გაყიდვები 12 დეკემბრიდან დაიწყება.

ზევით