არ არის გაყიდვაში

Nova 5T Pro: ყველაზე პატარა სმარტფონი Huawei-სგან

27.11.2019 17:48:48
ცოტა ხნის წინ Google Android Enterprise-ის ბაზაში გამოჩნდა Huawei-ს სმარტფონის Nova 5T Pro-ს მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია, რომელიც საშუალო საფასო კატეგორიას განეკუთვნება. 

huawei Nova 5T pro
სმარტფონის ოფიციალური პრეზენტაცია ჯერ არ გამართულა, თუმცა გავრცელებულ ფოტოებში შეგვიძლია დავინახოთ, რომ აპარატს აქვს Huawei-სთვის დამახასიათებელი ჭრილი ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში, რომელიც ფრონტალური კამერისთვისაა განკუთვნილი. სმარტფონის დიაგონალი შეადგენს 5.5 დიუმს. 
ფიქრობენ, რომ Nova 5T Pro იმუშავებს პროცესორზე Kirin 980. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იქნება 8 GB , შიდა მეხსიერება კი - 128 ან 256 GB. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად თითის ანაბეჭდის სკანერი განთავსებული იქნება სმარტფონის უკანა, მარჯვენა მხარეს. უკონაქტო გადახდების განსახორციელებლად კი ექნება NFC მოდული. ძირითად კამერას რამდენიმე სონსორი ექნება. მათ შორის ერთ-ერთი 48 mp-იანი. 
Huawei-ს გულშემატკივრებს გაახარებს ის ფაქტი, რომ სმარტფონი იმუშავებს ოპერაციულ სისტემაზე Android 9 Pie, რაც შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ აშშ-სა და კომპანიას შორის კონფლიქტი მშვიდობიანად სრულდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორპორაციისთვის, რომელმაც 2019 წლის მესამე კვარტალში მეორე ადგილი დაიკავა გაყიდული სმარტფონების რეიტინგებში. 
ამ დროისათვის უცნობია, როდის გამოვა Huawei Nova 5T Pro გაყიდვაში და რა იქნება მისი ღირებულება.

ზევით