გეიმერული კონსოლის PlayStation
5 - ის გაყიდვაში გამოსვლის თარიღის და ღირებულების შესახებ ინფორმაციის
დაფარვამ მრავლად გააჩინა ჭორები, რომლებსაც მათ შორის ინსაიდერებიც ავრცელებენ. მსგავსი
ინფორმაცია ამ დღეებში გამოჩნდა Twitter-შიც, სადაც მომხმარებელმა
ნიკნეიმით PSErebus წერს, რომ ფლობს ინფორმაციას Sony-ს კონკურენტის Microsoft Xbox Project Scarlett-ის სავარაუდო ფასზეც.

მისი მტკიცებით Sony PlayStation 5 სხვადასხვა ქვეყნებში
გაყიდვაში გაეშვება 2020 წლის საშობაო დღესასწაულების დროს და მისი სავარაუდო ფასი
$499 იქნება. მისი ინფორმაციით სამხრეთ ამერიკაში კონსოლი გაყიდვაში გამოვა 2020 წლის
20 ნოემბრიდან.

რაც შეეხება Xbox Project
Scarlett-ის ფასებს, ინსაიდერი ამბობს, რომ ის Sony-ს კონსოლის ანალოგიურ ფასად გაიყიდება და სამომხმარებლო ბაზარზე უკვე
2020 წლის 6 ნოემბრიდან გაეშვება.
გარდა ამისა, ინფორმატორი
გვატყობინებს, რომ PlayStation
5-ს ექნება SSD მეხსიერება 2 TB მოცულობით და სათამაშო
აპლიკაცია Gran Turismo 7.