არ არის გაყიდვაში

Redmi Note 8 Pro-ს ექნება Google Camera და MediaTek-ის პროცესორი

18.11.2019 20:15:59

მიმდინარე წლის სმარტფონების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი Redmi Note 8 Pro აღჭურვილი იქნება MediaTek-ის პროცესორით, რამაც მომხმარებელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, რადგან ისინი თვლიან, რომ Helio G90T არც ისეთი ოპტიმალური ვარიანტია თამაშების აპლიკაციებისთვის.  პროცესორის კიდევ ერთი ნაკლი  Google Camera-ა, რომელიც ოპტიმიზირებულია  Snapdragon-ის ჩიპებზე და ექსპერტები ფიქრობენ, რომ შეუთავსებელი იქნება არსებულ ჩიპტთან. 

11

თუმცა მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ამ კომბინაციაში ყველაფერი რიგზეა და გარდა იმისა, რომ Google Camera მშვენივრად მუშაობს MediaTek-ის ჩიპზე, ინსტალაციის შემდეგ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადაღებები აწარმოონ HDR+ და HDR+ Enhanced-ის რეჟიმში. ჩნდება ორმაგი ექსპოზიციის შექმნის შესაძლებლობაც ფოტოს ბნელი და ნათელი ადგილებისთვის.  
გარდა ამისა, მომხმარებელი შეძლებს ფოტოგადაღებასთან ერთად გადაიღოს ვიდეოც რამდენიმე წამის განმავლობაში. ვიდეო გადაღების რეჟიმს ახლა უკვე ქვს სტაბილიზაციაც, ხელმისაწვდომია ზემკვეთრი ზუმიც, რომელიც ობიექტთან მაქსიმალური მიახლოებისას იღებს რამდენიმე ფოტოს და ახდენს მათ ერთმანეთში ინტეგრირებას.

 

Redmi Note 8 Pro-ში ხელმისაწვდომი გვაქვს გაუმჯობესებული ღამით გადაღების რეჟიმი, ფუნქცია Smart burst, რომელიც მანამდე იღებს ფოტოების სერიებს, სანამ მოხმარებელს ხელი უჭირავს გაშვების ღილაკზე. სმარტფონი საშუალებას გვაძლევს გადავიღოთ ვიდეო შენელებულ რეჟიმშიც.
ამ დროისათვის შესაძლებელია, რომ გარკვეულმა ფუნქციებმა შეფერხებებით იმუშაოს, მაგრამ მწარმოებლები გვპირდებიან მათ ლიკვიდირებას უახლოესი განახლებების დროს.


ზევით