უკვე თითქმის ყოველ დღე ანონსდება Xiaomi-ს ახალი აპარატები და ამჯერადაც ბრენდი წარმოადგენს განახლებულ სმარტფონებს: Mi Note 10 და Mi Note 10 Pro, აღჭურვილს 108 mp სენსორებითა და ხუთი
კამერით. ასევე ვიხილავთ Redmi Note 8Т-ს საერთაშორისო ვერსიას.


Redmi Note 8T -ს ისეთივე ტექნიკური
მახასიათებლები აქვს, როგორიც Redmi
Note 8-ს. ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილი აპარატისგან განსხვავებით, ევროპულ
ვერსიას აქვს უკონტაქტო გადახდის სისტემა NFC
და სწრაფი დატენვის 18 ვატიანი ბლოკი.

სხვა პარამეტრები იგივეა: პროცესორი Snapdragon 665; დისპლეი (2340х1080) 6.3 დიუმიანი დიაგონალითა და თხელი ჩარჩოთი; ძირითადი
კამერა 4 სენსორით 48, 8, 2 და 2 მეგაპიქსელით და 13
mp ფრონტალური კამერა.
ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 4000 mAh-იანი აკუმულატორი.