არ არის გაყიდვაში

Motorola-ს დასაკეცი სმარტფონი

09.11.2019 13:31:51

ჯერ ისევ განიცდის ბევრი ჩვენგანი Motorola- კლასიკური დასაკეცი მობილურის მიმართ ნოსტალგიას. და სწორედ მათთვის კომპანიას კარგი ახალი ამბავი აქვს - ის დასაკეც სმარტონს Motorola RAZR-ს უშვებს. აპარატი გახსნისას დიდეკრანიან სმარტფონად იქცევა. მის ოფიციალურ გამოსვლამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, თუმცა, სმარტფონის ფოტოები უკვე გავრცელდა ინტერნეტში.

1

 

აპარატის სისქე მხოლოდ 7.1 მმ-ია. კორპუსი გამყარებულია უჟანგავი ლითონის  ჩარჩოთი.

სმარტფონს SUPER AMOLED დისპლეი აქვს, რომლის დიაგონალიც 6.2 ინჩი იქნება.  გამოვა თეთრ, შავ და ოქროს ფერებში და აღჭურვილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ  730-mAh-იანი ელემენტით.  

2

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სმარტფონი გამოვა ორი კონფიგურაციით. ექნება 4GB, ან 6GB-იანი ოპერატიული და 64 ან 128 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება. იმუშავებს Qualcomm’s Snapdragon 710.

3

სმარტფონის გასაყიდი ფასი იქნება 1500 დოლარი.


ზევით