არ არის გაყიდვაში

Apple MacBook Pro 16 დიუმიანი ეკრანით

06.11.2019 14:56:04

 

Apple-ში აცხადებენ, რომ 16 დიუმიანი MacBook Pro-ს ოფიციალური გაყიდვები წლის ბოლომდე დაიწყება. თუმცა ინტერნეტში უკვე ვრცელდება ინფორმაცია მისი მახასიათებლების შესახებ.  

11
წყაროს ცნობით MacBook Pro აღჭურვილი იქნება დისკრეტული ვიდეობარათებით კომპანიისგან AMD: Radeon RX 5300M და Radeon RX 5500M, რაც კომპლექტაციაზე იქნება დამოკიდებული. გრაფიკულ ვიდეოადაპტერს RX 5300-ს აქვს 1408 სტრიმინგ პროცესორები და 4 GB მეხსიერება GDDR6 (14 GHz). ვიდეო ბარათის RX 5300M-ის ტექნიკური მახასიათებლები ჯერ ცნობილი არ არის.  

222

 

ინსაიდერებმა ასევე გვაჩვენეს MacBook Pro-ს რენდერიც, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ნოუთბუქის დიზაინზე საერთო წარმოდგენა შევიქმნათ. დისპლეის გარშემო ჩარჩოების შემცირებამ მწარმოებლებს საშუალება მისცა, შეექმნათ კომპიუტერი 16 დიუმინი ეკრანით. ზომებით ის 15 დიუმიან მონიტორის მქონე მოდელზე დიდი არ გამოდის.

44

 

შეცვლილია სენსორული პანელის Touch Bar-ის დიზაინიც, რომელიც უფრო ვიწრო გახდა, გვერდებზე დამატებული თითის ანაბეჭდების დაკტილოსკოპიური სკანერის Touch ID-ის და  Escape კლავიშების გამო.

Apple-ის ახალ ნოუთბუქს ექნება LCD მონიტორი LG-ის კომპლექტაციით (3072×1920). შეცვლილია კლავიატურის დიზაინიც. MacBook Pro -ს საბაზისო ვერსიის ფასი 3000 დოლარი იქნება.


ზევით