არ არის გაყიდვაში

დასაკეცი Z ფორმის სმარტფონი TCL - სგან

29.10.2019 16:44:13

დასაკეც ეკრანიან სმარტფონებზე ექსპერიმენტები არ წყდება და სხვა კორპორაციების რიგებს ახლა უკვე კომპანია TCL-იც შეურთდა. მან წარმოადგინა დასაკეცი სმარტფონის კონცეფცია, რომელსაც ორიგინალური ფორმ - ფაქტორი აქვს. 

1

TCL-ის ახალი სმარტფონი გარმონივით იკეცება და იღებს  Z-ის ფორმას. ამგვარად ეკრანი დაყოფილია სამ ნაწილად და აქვს სხვადასხვა მიმართულების ორი ნაკეცი. შესაბამისად აპარატის გახსნისას ვიღებთ დისპლეის უთხელესი ჩარჩოთი და 10 დიუმიანი ეკრანით.  

 

სმარტფონის უცნაური კონსტრუქცია საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ის სხვადასხვა ფორმით. ერთ-ერთი მეთოდია გამოიყენოთ სმარტფონის ერთი ნაწილი კლავიატურად და დანარჩენი ორი - დისპლეიდ. ასეთი კონსტრუქცია საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ აპარატი ნოუთბუქის მსგავსად.

4

 

კომპანია ამჟამად სმარტფონის პროტოტიპის შექმნის ეტაპზეა, ამიტომ სხვა მონაცემები მის შესახებ ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი. მხოლოდ ის ვიცით, რომ აპარატს ექნება 4 სენსორიანი კამერა და USB Type-C პორტი. ამჟამად, არც ის არის ცნობილი, თუ რა ეღირება სმარტფონი და როდის გამოვა მასობრივ გაყიდვაში.


ზევით