Xiaomi
Redmi-მ დააანონსა წინასწარი შეკვეთები ნოუთბუქზე RedmiBook 14 Ryzen Edition, რომელიც აღჭურვილია AMD პროცესორითა და კომპაქტური, 14 დიუმიანი დისპლეით. კომპოიუტერის კორპუსი
დამზადებულია მეტალისგან, აქვს გამარტივებული დიზაინი და კარგი სტერეო დინამიკები.

მწარმოებლებმა RedmiBook 14 Ryzen Edition-სთვის განსაზღვრეს
ორი სახის კომპლექტაცია. უფრო ძლიერ კომპიუტერს
ექნება პროცესორი Ryzen 7 3700U, გრაფიკული პროცესორი Radeon Vega 10 და16 GB ოპერატიული მეხსიერება.
უფრო იაფიანი საბაზისო კომპლექტაცია აღჭურვილია
პროცესორით Ryzen 5 3500U (4 ბირთვი), ვიდეობარათით Radeon Vega 8 და 8 GB მოცულობის მქონე ოპერატიული მეხსიერებით DDR4. ძირითადი მეხსიერების
მოცულობა ორივე კომპიუტერის შემთხვევაში შეადგენს 512 GB-ს.

ნოუთბუქებს აქვთ 14
დიუმიანი Full HD მონიტორი, თხელი ჩარჩოებით. აკუმულატორი
უზრუნველყოფს 8.5 საათიან ავტონომიურ მუშაობას და სწრაფი დატენვის ფუნქციით 35 წუთში
ივსება 50%-თ.

ნოუთბუქის წონა 1.5 კგ-ს შეადგენს.
სისქე - 17.95 მმ. იმუშავებს ოპერაციულ სისტემაზე Windows 10. გაყიდვაში გამოვა 1 ნოემრიდან. კომპლექტაცია
პროცესორით Ryzen 5 3500U ეღირება
$ 466, Ryzen 7 3700U ფასი
ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.