არ არის გაყიდვაში

გეიმერული ნოუთბუქი Razer Blade 15 Advanced

17.10.2019 18:24:34

 

Razer-მა გამოუშვა განახლებული გეიმერული კომპიუტერი Blade 15 Advanced, რომელშიც გარკვეული ცვლილებები შემოგვთავაზა. ყველაზე თვალშისაცემი განსხვავება ახალ მოდელში ახალი კლავიატურაა, რომელსაც მექანიკური გადამრთველები აქვს და უზრუნველყოფს ტექსტის შეყვანის მეტ კომფორტულობას.

 

2

 

მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ Blade 15 Advanced მსოფლიოში პირველი ნოუთბუქია, რომელსაც ოპტიკური კლავიატურა აქვს, მექანიკური გადართვის ფუნქციით. გარდა ამისა კლავიშის ჩაშვების სიგრძე 50%-ით არის გაზრდილი. თუმცა გეიმერს ეს განახლება არ გაურთულებს თამაშს, რადგან  ოპტიკური გადამრთველი უზრუნველყოფს დაკლიკვის ზუსტ და სწრაფ აღრიცხვას.

Blade 15 Advanced-ის ტექნიკური მახასიათებლები იგივე დარჩა. ნოუთბუქს აქვს მატე ეკრანი (1080p) 15,6 დიუმიანი დიაგონალითა და მხარეთა შეფარდებით 16 : 9. მონიტორის განახლების სიხშირე - 240 Hz.

3

 

მუშაობს 6 ბირთვიან პროცესორზე Intel Core i7-9750, ვიდეო ბარათით Nvidia RTX 2070 Max-Q. კომპიუტერს აქვს ოპერატიული მეხსიერება DDR4 2667 Mhz, 16 GB მოცულობით, შიდა მეხსიერება SSD NVMe კი - 512 GB, 2 TB-მდე გაფართოების შესაძლებლობით.

ამ დროისათვის აშშ-ში წარმოდგენილია ერთაფერთი კონფიგურაცია $2649 ღირებულებით. თუმცა მწარმოებლები გვპირდებიან, რომ მომავალ წელს განსხვავებულ მოდიფიკაციებსაც გამოუშვებენ.


ზევით