Xiaomi განაგრძობს გულშემატკივრების
გახარებას და გაყიდვაში უშვებს ახალ ბიუჯეტურ სმარტფონს Redmi 8, რომელიც აღჭურვილია
კარგი ხარისხის აკუმულატორითა და თავისი საფასო სეგმენტისთვის საკმაოდ ნორმალური ხარისხის
ძირითადი კამერით.
_355253.jpg)
Redmi 8 -ის პრეზენტაცია ინდოეთში
გაკეთდა. მას IPS ეკრანი აქვს 6,22 დიუმის დიაგონალითა და HD+ გაფართოებით. დაცულია Gorilla
Glass 5 მინით. მუშაობს პროცესორზე
Snapdragon 439. აქვს 64 GB ძირითადი და 4 GB შიდა მეხსიერება.

სმარტფონი აღჭურვილია
უნიკალურად ტევადი ეკუმულატორით, რომლის მოცულობაც 5000 mAh-ია და უზრუნველყოფს
ბიუჯეტური სმარტფონის საკმაოდ ხანგრძლივ მუშაობას. სასიამოვნო სიურპირიზია ისიც, რომ
აპარატს აქვს სწტრაფი დატენვის ფუნქციაც.
ორმაგი
ძირითადი კამერა 12 mp და 2 mp-იანია. სელფი კამერა
კი, - 8 mp.
მნიშვნელოვან მახასიათებლად ითვლება ის, რომ სმარტფონს
აქვს ინფრაწითელი პორტი სახლის ტექნიკის სამართავად. ტელეფონი მუშაობს MIUI 10 ნიშნით
Android 9 Pie-ს ბაზაზე. დაკტილოსკოპიური
სკანერი აპარატის უკანა მხარეს არის განლაგებული.