არ არის გაყიდვაში

PlayStation 5 – Sony-ს უახლესი კონსოლი

09.10.2019 18:32:12

კონსოლური თამაშების თაყვანისმცემლები დიდი ხანია ელოდნენ Sony-სგან ახალი კონსოლის დაანონსებას.  როგორც იქნა, კომპანიამ მართლაც შემოგვთავაზა მისი პრეზენტაცია და კონსოლს მიანიჭა სახელი PlayStation 5.

2 (1)

 

Sony Interactive Entertainment-ის გენერალურმა დირექტორმა ჯიმ რაიანმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ ახალ კონსოლს ექნება საშუალება შექმნას რთული შუქისა და ხმოვანი ეფექტები სამ განზომილებიან სამყაროში.  

მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა PlayStation 5-ის ინტერფეისმაც. შეცვლილია თამაშების ინსტალაციის სისტემაც. ამიერიდან გეიმერებს საშუალება ექნებათ დააინსტალირონ თამაშები ისე, რომ აპლიკაცია ბოლომდე არც გადმოწერონ. მომხმარებელი შეძლებს დააყენოს ცალკეული კამპანია, ცალკეულად მრავალმომხმარებლიანი მისია, ან მთლიანად თამაში. ინტერფეისში დამატებულია უამრავი საინფორმაციო შეტყობინება, რომელიც გეიმერის პროგრესს ასახავს თამაშის სამყაროში და აძლევს მას ინფორმაციას მეგობრების აქტივობების შესახებ.

3 (1)

 

ახალი კონტროლერის სახელი, რომელიც თამაშის ხარისხს ზრდის და სამყაროს უფრო რეალისტურს აჩენს, ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ალბათ მისი სახელი DualShock 5 იქნება. ის გეიმერს საშუალებას მისცემს თავად შეიგრძნოს ის პროცესები, რომელსაც მთავარი გმირი გადის. 
მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს PlayStation 5-ის აპარატულ შემადგენელშიც. SSD მეხსიერება საშუალებას მოგცემთ წამებში გადმოწეროთ და დააინსტალიროთ თამაში. კონსოლის რელიზი დაგეგმილია 2020 წლის ბოლოსთვის.  


ზევით