არ არის გაყიდვაში

ახალი Microsoft Surface Pro X მხოლოდ 760 გრამს იწონის

03.10.2019 17:57:08

Microsoft-მა დააანონსა კომპაქტური პლანშეტი Surface Pro X, ჰიბრიდული კონსტრუქციით და მაღალმწარმოებლური  Qualcomm-ის პროცესორით.

1

 


Snapdragon 8cx პოზიციონირებულია, როგორც Qualcomm-ის ყველაზე ძლიერი ჩიპი. ის პირველად გაეშვა მასიურ წარმოებაში. მისი მახასიათებლები ჯერ მწარმოებელს არ გაუჟღერებია, მიუხედავად იმისა, რომ დაანონსებული ერთი წლის წინ 2018-ის დეკემბერში იყო.  

Qualcomm-ის მწარმოებლებმა სპეციალურად Surface Pro X-სთვის შეიმუშავეს პროცესორის სპეციალური ვერსია მარკირებით Surface SQ1. პლატფორმაში მოცემულია ხელოვნური ინტლექტის დამაჩქარებელი. ტესტირებამ კი აჩვენა, რომ პლატფორმის მწარმოებლურობა უტოლდება Intel Core i5-8250U-ს.

Surface Pro X-ის ენერგოეფექტურობა შეადგენს 7 ვატს, რაც ნიშნავს სამჯერ მეტ მწარმოებლურობას ვიდრე აქვს Surface Pro 6-ს.

2

Surface Pro X-ის ზომები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე Surface Pro 7-ს აქვს, მისი სისქე მხოლოდ 5.3 მმ-ია, წონა კი 760 გრამს შეადგენს. გაჯეტი მუშაობს 13 დიუმის დიაგონალის მქონე მონიტორზე PixelSense, გაფართოებით 2880x1920 (267 ppi). კომპლექტში მოყვება სტაილუსი Surface Slim Pen, რომლის დასატენადაც ტაბლეტს სპეციალური ბუდე აქვს განსაზღვრული.  
Surface Pro X-ს გაყიდვები 5 ნოემბრიდან დაიწყება და მისი ღირებულება $999 შეადგენს. 

ზევით