არ არის გაყიდვაში

Apple-ის ლოგოს ახალი ფუნქცია სმარტფონებზე

01.10.2019 17:45:51

 

Apple-ის მიერ დაპატენტებული ბოლო სმარტფონის აღწერაში მითითებულია, რომ მათი სავაჭრო მარკა, რომელიც განთავსებულია აპარატის უკანა ზედაპირზე შეასრულებს სმარტფონზე შემოსული ახალი შეტყობინებების ინდიკატორის როლს.

 

1569830214_logotip-apple-kak-indikator

 

პატენტში აღწერილი ტექნიკური მახასიათებლებით შევიტყვეთ, რომ ლოგოტიპს ახალი ფუნქცია შეემატება და მოგვაწვდის სიგნალს, როდესაც ტელეფონში შემოვა ზარი, შეტყობინება კალენდარში მონიშნული მოვლენის შესახებ, მესიჯი და ა.შ. აპარატი სიგნალს მოგვაწვდის ლოგოს მუდმივი ან მოციმციმე განათებით, რაც მომხმარებლისთვის საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება, რადგან ამით მათ გაჯეტს მეტი ინდივიდუალურობა შეემატება.

 

ამბობენ, რომ შესაძლოა „ვაშლი“ კომპანიამ სიგნალის მაჩვენებლად სმარტფონების გარდა სხვა მოწყობილობებშიც გამოიყენოს, როგორიცაა: iPad, iMac ან MacBook. მანათობელი ლოგოტიპი კომპანიამ უკვე გამოიყენა MacBook-ებში, რომელიც გაყიდვაში 2015 წელს გამოვიდა.  


ზევით