Xiaomi კვლავაც ახარებს მომხმარებელს მოწინავე ტექნოლოგიებისა
და კომფორტული ფასის მქონე ძლიერი მოდელებით. ახლახანს წარმოდგენილი ფლაგმანი Mi 9 Pro
5G სწორედ ასეთთა რიგებს განეკუთვნება
და წინა ვერსიის, Mi 9-ს გაუმჯობესებული ვარიანტია, კორპუსის ანალოგიური დიზაინით, მაგრამ უკეთესი
ტექნიკური მახასიათებლებით.
_848062.jpg)
Mi 9 Pro
5G მუშაობს პროცესორზე Snapdragon
855 Plus, რომელიც აღჭურვილია გაგრილების ინოვაციური სისტემით. კომპლექტაციიდან გამომდინარე სმარტფონებს ექნება
8/12 GB ოპერატიული და 128/256/512 GB შიდა მეხსიერება. მეხუთე თაობის კავშირს უზრუნველყოფს მოდული 5G
Snapdragon X50. მონაცემთა გადაცემა
7 ანტენის მეშვეობით ხორციელდება, გადაცემის სიჩქარე კი 10-ჯერ აღემატება mi 9-ს გადაცემის სიჩქარეს.

აპარატის ავტონომიურობა დამოკიდებულია 4000 mAh-იან აკუმულატორზე,
რომელსაც აქვს სწრაფი დატენვის ფუნქცია 40 ვატის სიმძლავრით, რომელიც 100% დამჯარ ელემენტს
48 წუთში ტენის. აპარატს უსადენო და რევერსული დატენვის შესაძლებლობაც აქვს.

Mi 9 Pro
5G მუშაობს Android 10-ზე უახლესი მარკით MIUI 11.
AMOLED დისპლეის აქვს Full HD+ გაფართოება და მისი დიაგონალი 6.4 დიუმს შეადგენს.
დაკტილოსკოპიური სკანერი მის ქვეშ არის განლაგებული.
ფრონტალური კამერა 20 მეგაპიქსელიანია. ძირითადს
კი სამი: 48 mp + 12 mp + 16 mp მოდულები აქვს.

გაყიდვაში ახალი სმარტფონი 27 სექტემბრიდან გამოდის
და ორი ფერით იქნება წარმოდგენილი: Dream White და Titanium Black. ფასი
კომპლექტაციიდან გამომდინარე შემდეგია: Xiaomi Mi 9 Pro 5G 8/128 GB —$520, Xiaomi Mi 9 Pro 5G 8/256 GB —
$534, Xiaomi Mi 9 Pro 5G 12/256 GB —$577 და Xiaomi Mi 9 Pro 5G
12/512 GB — $605.