არ არის გაყიდვაში

Xiaomi Mi Mix Alpha - ახალი სმარტფონი ყველა მხრიდან ეკრანია

24.09.2019 17:16:32

Xiaomi-ს ხშირად სდებდნენ ბრალს, რომ თავის სმარტფონებში ცნობილი ბრენდების ფლაგმანების მთავარ მახასიათებლებს იმეორებდა და თავის აპარატებს ძირითადად iPhone-ს ამსგავსებდა. მაგრამ ბრენდი დროთა განმავლობაში გაიზარდა და დაიწყო მომხმარებლისთვის თავისი საკუთარი ინოვაციების შეთავაზება, ისეთის, როგორითაც ხშირად წამყვანი კომპანები ვერ დაიკვეხნიან.

1 (13)

 

სწორედ ამგვარ ინოვაციას განეკუთვნება Xiaomi-ს Mi Mix სერიის ახალი სმარტფონი Alpha, არც მეტი, არც ნაკლები ერთ მთლიან ეკრანს წარმოადგენს. ეკრანი სმარტფონის გარშემო, მთელს აპარატს ფარავს: წინა დისპლეისა და უკანა მხარეს, გვერდებს და წყდება მხოლოდ  ერთ თხელ ზოლში, სადაც კამერებს ხვდება.

Alpha- 5G ქსელის მხარდაჭერა აქვს. არ აქვს სელფის კამერა და ის არც დაგჭირდება, რადგან ეკრანი, სადაც სელფის გადაღებისას საკუთარი თავი უნდა დაინახოთ, Alpha- უკანა მხარესაც აქვს განლაგებული.

2

 

აღსანიშნავია, რომ Mix Alpha იყენებს Samsung-ის ახალ, 108 მეგაპიქსელიან კამერის სენსორს. როგორც სხვა, სამსუნგის მაღალი რეზოლუციის სენსორებში, აქაც პიქსელები 2X2 ველშია კომბინირებული, უკეთესი სინათლის შეგრძნებისთვის, ფოტოს სიბნელეში გადაღების შემთხვევაში. ასეთი კომბინაცია 27 მეგაპიქსელიანი ფოტოების გადაღების საშუალებას იძლევა.

სმარტფონი მუშაობს Qualcomm Snapdragon 855+ პროცესორზე. აქვს 12 GB შიდა და 512 GB ოპერატიული მეხსიერება. მუშაობს 4050 mAh-იან აკუმულატროზე, რომელიც 40 ვატიანი სწრაფი დატენვის რეჟიმით იმუხტება.

3

 

Xiaomi-ში აცხადებენ, რომ Mix Alpha, ამ დროისათვის წარმოადგენს მხოლოდ სმარტფონის კონცეპტს და ჯერჯერობით, უცნობია, როდის გამოვა ის გაყიდვაში.  გამოჩნდება თუ არა Mix Alpha საერთოდ ბაზარზე, როგორც მასობრივი მოხმარების პროდუქტი ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.


ზევით