მიუნხენში Huawei-მ
წარმოადგნა ფლაგმანური
სმარტფონები – Mate 30.
უფროს მოდელ Pro
-ს აქვს OLED Horizon Display 6.53
დიუმის დიაგონალითა და 2400 х 1176
პიქსელის გაფართოებით.
ეს არის ეკრანი - „ჩანჩქერი“, როგორიც Vivo Nex 3
-საც აქვს.
დისპლეის კუთხეები 88 გრადუსითაა მოხრილი, რითაც
ქმნის ქვედა დინების ეფექტს.
მისი კუთხეები საშუალებას
იძლევა დაარეგულიროთ ხმა და მართოთ კამერა. ხმის დასარეგულირებლად საკმარისია თითი
გაუსვათ ზევით ან ქვევით, სელფის გადასაღებად კი კიდეს დააჭიროთ.
ჭრილზე განალაგეს არა მხოლოდ სელფი კამერა, არამედ მოძრაობის სენსორიც,
რაც საშუალებას გაძლევთ აპარატი ჟესტებით მართოთ. ეკრანის ქვეშ თითის ანაბეჭდის სკანერია
განლაგებული. განსაზღვრულია Always-on
Display-ცა და წყლისა და მტვრისგან დაცვის IP68
სტანდარტიც. ფლაგმანი ტოპ პროცესორზე Kirin 990-ზე მუშაობს. ოპერატიული
მეხსიერებაა 8 GB, შიდა მეხსიერების კი
128/256 GB.
აკუმულატორის მოცულობაა 4500 mAh, სწრაფი დატენვის ფუნქციით და რევერსული დატენვით, რაც სმარტფონს საშუალებას
აძლევს სხვა მოწყობილობებიც დატენოს სადენების გარეშე.
აპარატში განთავსებულია 21 ანტენა, აქედან 14 მუშაობს 5G-სთვის. ის Samsung Note 10+ 5G-ზე სწრაფია ახალ ქსელში,
ნაკლებად ცხელდება და იყენებს ნაკლებ ენერგიას.
ძირითად ფოტოკამერას აქვს სენსორი SuperSensing, 40 მეგაპიქსელით. მისი
დებიუტი Huawei P30 Pro-ში შედგა და მშვენივრად
გამოიჩინა თავი ცუდ განათებაში. ასევე გვაქვს მეორე 40 მეგაპიქსელიანი სენსორი ფართოკუთხოვანი
ობიექტივით, მესამე სენსორი - ტელეფოტო ობიექტივი 8 მეგაპიქსელით და მეოთხე სენსორი
3D მოდულით. აპარატში დამონტაჟებულია სამმაგი ოპტიკური
და 30 მაგი ციფრული ზუმი. შესაძლებელია ზეშენელებული სიუჟეტების გადაღება წამში
7680 კადრის სიჩქარით.
მცირე ვერსიას Huawei Mate
30-ს აქვს ბრტყელი AMOLED დისპელი 6.62 დიუმის დიაგონალით, 2340х1080 პიქსელის გაფართოებით და მხარეთა შეფარდებით 19,5:9. მასაც ეკრანის ქვეშ
აქვს განლაგებული თითის ანაბეჭდის სკანერი. აქვს მტვრისა და ნესტისგან დაცვის IP53 სტანდარტი და Always-on Display რეჟიმი.
ისიც უფროსი მოდელის
მსგავსად მუშაობს პროცესორზე Kirin
990, ოპერატ
იული მხესიერება
6/8 GB,
შიდა - 128 GB.
აკუმულატორის მოცულობა
4200 mAh
-ს შეადგენს და აქვს
სწრაფი დატენვის მხარდაჭერა.
ძირითადი კამერის სტილი
იგივეა - მრგვალი მოდული, თუმცა სენსორების რაოდენობა აქ ოთხის მაგივრად სამია: SuperSensing -40 mp. ფართოკუთხოვანი -
16 mp, ტელეფოტო ობიექტივი 8 mp. აქვს ლაზერული ავტოფოკუსიც.
ორივე მოდელი მუშაობს
EMUI 10-ზე, რომელიც ანდროიდის
ბაზას ემყარება. აპარატს არ აქვს Google-ის სერვისები, თუმცა
Huawei-ს აპლიკაციების საკუთარი
მაღაზია აქვს.
Mate 30 Pro 4G, 8/256 GB მეხსიერებით ღირს 1100 ევრო; 5G ანალოგი 1200 ევრო; Mate 30, 8/128 GB მეხსიერებით 800 ევრო.