სმარტფონების ჩინელმა
მწარმოებელმა Xiaomi-მ ინდოეთში წარმოადგინა
სმარტ ტელევიზორების განახლებული სერია Mi TV 4A და Mi TV 4X.
_749889.jpg)
სერიაში Mi TV 4A წარმოდგენილია ერთადერთი
ტელევიზორი, რომელსაც აქვს 40 დიუმის დიაგონალი და Full HD
გაფართოება.
სერიაში Mi TV 4X შედის სამი მოდელი დიაგონალებით 43,
50 და 65, რომელთაც აქვთ 4K გაფართოების მხარდაჭერა.
ოთხივე მოდელი აღჭურვილია 20 ვატიანი დინამიკებით Dolby
და DTS ტექნოლოგიით.
სამომხმარებლო
ინტერფეისი PatchWall 2.0 მუშაობს Android TV 9.0 Pie-ს მეშვეობით. ტელევიზორებში რეალიზებულია ტრაფიკის ეკონომიის
ფუნქცია. აქტივირებული Amazon Prime
Video და Netflix აპლიკაციები.

ფლაგმანურ ტელევიზორს
Mi TV 4X, 65 დიუმიანი ეკრანის დიაგონალით აქვს გაფართოება
3840×2160, ბევრად მეტი სიკაშკაშე, ვიდრე უმცროს მოდელებს და ფარავს NTSC-ის ფერთა დიაპაზონს
88%-ით. ტელევიზორი მუშაობს 4 ბირთვიან პროცესორზე Amlogic, გრაფიკულ ჩიპზე Mali-450 და აღჭურვილია 2 GB ოპერატიული მეხსიერებით.
ტოპ მოდელს აქვს ორდიაპაზონიანი Wi-Fi და Bluetooth 5.0 კავშირის მხარდაჭერა ასევე
პორტები HDMI, USB და Ethernet.
გაყიდვები ინდოეთში
29 სექტემრიდან დაიწყება. 65 დიუმიანი Mi
TV 4X, 4K მხარდაჭერით ეღირება 780 დოლარი.