Apple-ის წლევანდელი ღონისძიების მთავარი პროდუქტები, სმარტფონები iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max გახდნენ. დიზაინის თვალსაზირისით ახალი მოდელები მცირედით თუ
განსხვავდება შარშანდელებისგან. მთავარი სიახლეები მათ ტექნიკურ მახასიათებლებს უკავშირდება.
_337281.jpg)
iPhone 11 Pro-ს აქვს Super Retina OLED ეკრანი მინიმალური სისქის ჩარჩოებით. დისპლეის ზედა
მხარეში ჭრილია. მისი ეკრანის დიაგონალი 5.8 დიუმს შეადგენს. iPhone 11 Pro Max -ის დიაგონალი კი,
6.5 დიუმია.
ერთ-ერთი მთავარი სიახლე და მწარმოებლების სიამაყეა iPhone 11 Pro-ს მთავარი კამერა, სამი 12 MP სენსორით: ფართოკუთხოვანი, ტელეფოტო
და ულტრაფართოკუთხოვანი. კამერას აქვს გაფართოებული დინამიური დიაპაზონით გადაღების
ტექნოლოგია და ვიდეოს ჩაწერის ფორმატი 4K 60 კადრით წამში.
ახალ კამერას აქვს ღამის გადაღების მხარდაჭერა, რომელიც დაბალი განათების დროს თავისით აქტიურდება.
ფოტოგადაღების დროს აპარატი იღებს კადრების სერიას ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემით,
რომელიც ხელის კანკალით კადრის გაფუჭების ალბათობას ამცირებს. შემდეგ სერია მუშავდება
და ინტეგრირდება ერთ გაუმჯობესებული ხარისხის ფოტოდ. სმარტფონში რეალიზებულია სისტემა
Deep Fusion, რომელიც ირჩევს საუკეთესო
პიკსელებს 9 კადრიდან მაღალი ხარისხის ფოტოს შესაქმნელად. ტექნოლოგია სხვადასხვა პირობებში
მუშაობს.
_213793.jpg)
_704888.jpg)
გაყიდვები სავარაუდოდ 20 სექტემბრიდან დაიწყება.