არ არის გაყიდვაში

ASUS ProArt StudioBook One - მსოფლიოში პირველი ნოუთბუქი ვიდეო ბარათით NVIDIA Quadro RTX 6000

06.09.2019 18:12:48

30 წლის იუბილესთან დაკავშირებით Asus-მა წარმოადგინა ნოუთბუქი ProArt StudioBook One, რომელიც დიზაინზე მომუშავე პროფესიონალებისთვისაა განკუთვნილი. ნოუთბუქი პირველია, მათ შორის, რომელმაც ვიდეო ბარათი  NVIDIA Quadro RTX 6000 მიიღო, რომელიც 24 GB ვიდეომეხსიერებაზე,  GDDR6-ზე მუშაობს.

11 (2)

 

 

ProArt StudioBook One მუშაობს მეცხრე თაობის 8 ბირთვიან პროცესორზე  Intel Core i9-9980HK. კომპიუტერის გამორჩეული ნაწილია გრაფიკული პროცესორი Quadro RTX 6000. ბირთვების დიდი რაოდენობა: CUDA, RT და Tensor, ნოუთბუქს საშუალებას აძლევს მსუბუქად გაუმკლავდეს ყველაზე რთულ გრაფიკულ დავალებებს, ისეთს, როგორიცაა კომპიუტერული ანიმაციის რენდერი, 8K ვიდეოს მონტაჟი, და მასობრივ მონაცემთა დამუშავება. 

22 (2)

 

ნოუთბუქის ოპერატიული მეხსიერება DDR4 2666 შეადგენს 32 GB-ს. ძირითადი მეხსიერება კი 1 TB-ია. კომპიუტერი მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე  Windows 10 Pro.

StudioBook One აღჭურვილია 15,6 დიუმიანი ეკრანით UHD (3840 x 2160) მხარეთა შეფარდებით 16:9 და დამცავი მინით Corning Gorilla Glass 5. მონიტორს აქვს სერტიფიკატი PANTONE Validated და განახლების სიხშირე 120 Gz, რაც უზრუნველყოფს ფერთა გრაფიკის კომფორტულ და ხარისხიან დამუშავებას. ეკრანის სასარგებლო ველი 84%-ს შეადგენს.

 

33 (2)

კომპიუტერი დაცულია გადახურებისგან, რის გამოც თავისუფლად შეგიძლიათ იმუშაოთ მუხლებზე ან საწოლზე დადებულ მდგომარეობაში. გაგრილებისთვის გამოიყენება ინოვაციური რადიატორი, რომელიც ტიტანისგანაა შექმნილი და გამოიყენება აეროკოსმიურ მრეწველობაში.


 

ამ დროისათვის არ არის ცნობილი ნოუთბუქის ფასი და გაყიდვაში გამოსვლის თარიღი.


ზევით