_682062.jpg)
ტაბლეტის მთავარი მახასიათებელი
გაგრილების უნიკალური სისტემაა, რომელსაც ეფექტურობით ზოგიერთი კომპიუტერის გაგრილების
სისტემასაც კი ადარებენ.
თამაშის რეჟიმში გადასაყვანად გამოიყენება
სპეციალურად გამოყოფილი ღილაკი - Turbo, GPU Turbo 3.0-ის ტექნოლოგიის აქტივაციისთვის, რომელიც
ახდენს ფონური პროცესების ოპტიმიზირებას და საშუალებას იძლევა გამოთავისუფლდეს მეხსირება
სათამაშო აპლიკაციებში კომფორტული მუშაობისთვის.
_396943.jpg)
პლანშეტის ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 6100 mAh-იანი აკუმულატორი, რომელიც ვიდეოს ყურების რეჟიმში
12,5 საათის განმავლობაში მუშაობს ავტონომიურად. MediaPad M6 Turbo Edition-ის სრულად დასატენად კი საკმარისია 2 საათი.
ოპერაციული სისტემა პლანშეტს აქვს Android Pie, საფირმო ნიშნით EMUI 9.1.
ტაბლეტი აღჭურვილია
ძირითადი 13 mp (f1.8) კამერით, შუქდიოდური განათებით და საფაზო ავტოფოკუსით. ფრონტალური
კამერის გაფართოებაა 8 mp (f2.0) და აქვს ფიქსირებული ფოკუსი.
წინასწარი
შეკვეთით პლანშეტის შეძენა შესაძლებელია 377 დოლარად.