თანამედროვე
სმარტფონებში სულ უფრო
მეტად იყენებენ მოძრავ
კამერებს, რათა გაზარდონ
აპარატის ეკრანის სასარგებლო
ველის ზომა. ჩინურმა
კომპანია OPPO-მ
სწორედ ასეთი, მოძრავი
კამერის მქონე ახალი
სმარტფონები წარმოადგინა: Reno 2, Reno 2Z и Reno 2F.
უფროს
მოდელს სერიიდან Oppo Reno 2-ს არ აქვს
თანამედროვე მახასიათებლები და
მიეკუთვნება ბაზრის საშუალო
სეგმენტს. 2400×1080
გაფართოების AMOLED ეკრანს
აქვს 6.5 დიუმის
მქონე დიაგონალი, მხარეთა შეფარდებით - 20:9. დისპლეის ზედაპირზე დაკტილოსკოპიური
სკანერია განთავსებული.
Reno 2 აღჭურვილია პროცესორით Qualcomm Snapdragon 730G, 8 GB ოპერატიული და 256 GB შიდა
მეხსიერებით. აპარატის ავტონომიურ
მუშაობას უზრუნველყოფს 4000 mAh-იანი
აკუმულატორი, რომელიც მესამე
თაობის VOOC ტექნოლოგიის სწრაფი დატენტვით
იკვებება. მუშაობს ოპერაციულ
სისტემაზე Android 9.0 Pie.
ფლაგმანის
ძირითადი ღირებულება კამერებია,
რომლებიც ყველა ინოვაციურ
ტექნოლოგიას აერთიანებს. მთავარი
სკანერი Sony IMX586 48 mp
(f/1.7)
აღჭურვილია სტაბილიზაციის გაუმჯობესებული
სისტემით, რომელიც აერთიანებს
ოპტიკურ ეფექტს ელექტრონულ
ალგორითმთან. პორტრეტულ კამერას
აქვს 13 mp
გაფართოება,
ფართოკუთხოვან სენსორს 8 mp
და
სიღრმის სენსორს - 2 mp.
მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ხუთმაგი
ზუმიც და ოცმაგი
ციფრული გაფართოება. ფრონტალური
კამერა 16 mp
-იანია.
OPPO Reno 2Z მუშაობს
8 ბირთვიან პროცესორზე MediaTek Helio P90 (2,2 Ghz), რომელიც
12 ნანომეტრიანი ტექნოლოგიითაა შექმნილი.
ოპერატიული მეხსიერება - 8GB, შიდა
მეხსიერება - 256GB. აქვს 6,53 დიუმიანი AMOLED დისპლეი, 2340×1080 გაფართოებით. აკუმულატორის
მოცულობა 4000 mAh-ია
და აქვს სწრაფი
დატენვის ფუნქცია.
OPPO Reno 2Z
-ს აქვს
კამერის 4 სენსორი. ძირითადი
სენსორი Sony IMX586
, 48 mp
გაფართოებით;
ტელეფოტოს სენსორი, 13 mp
გაფართოებით; ფართოკუთხოვანი სენსორი
- 8 mp
და
პორტრეტული სენსორი - 2 mp.
აქვს
ხუთმაგი ჰიბრიდული ზუმი
და ოცმაგი ციფრული
გაფართოება.
მცირე მოდელი Oppo Reno 2F მუშაობს პროცესორზე
MediaTek
Helio P70 და აქვს 128 GB შიდა
მეხსიერება. 4000 mAh-იანი
აკუმულატორი, სწრაფი დატენვის
ფუნქციით, 6.5 დიუმიანი
ეკრანი და ძირითადი
კამერა 4 სენსორით.
ახალი აპარატები
გაყიდვაში სექტემბრიდან გამოვა.
ყველაზე დახვეწილი მოდელის
ფასი იქნება 515 დოლარი.