არ არის გაყიდვაში

Samsung-მა დააპატენტა კონტაქტური ლინზები დამატებითი რეალობის ფუნქციით

15.08.2019 16:29:18

 

აშშ-ს საპატენტო სააგენტომ დააკმაყოფილა Samsung-ის განაცხადი კონტაქტურ ლინზებზე, რომელშიც დამატებითი რეალობის ტექნოლოგიაა დამატებული. სიახლეს აქვს მიკროდისპლეი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს უამრავი საჭირო ინფორმაცია. მაგალითად შესაძლებელია იხილოთ მოძრაობის მიმართულება ან შორიდან ამოიცნოთ სასურველი ობიექტი ისე, რომ ჯიბიდან ტელეფონი არც კი ამოიღოთ.

 

1 (6)

 

განაცხადის დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა ინტერნეტში. მასში მოცემულია სურათი, რომელიც სქემატურად ასახავს ლინზებს, რომლებშიც ჩამონტაჟებულია უმცირესი დისპლეი, ვიდეოკამერა და სხვა ელემენტები. გათვალისწინებულია მოძრაობის სენსორი და კონდენსატორიც, რომელიც მიკროსქემებს კვებავს. ლინზები ინახება ჰიდროგელში, ზუსტად იგივეში, როგორსაც ჩვეულებრივი ლინზების შესანახად იყენებენ.

3

 

ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია გარე სამყაროდან დისპლეიზე გამოჩნდება და იქიდან მოახდენს პროეცირებას თვალის ბადურაზე. გაჯეტის გამჭვირვალე ფენაზე შესაძლებელია დამატებითი მიკროლინზების განლაგება, რომელიც მოახდენს სურათის კორექტირებას.

ჯერ ცნობილი არ არის, როდის გამოჩნდება გაყიდვაში კომერციული პროტოტიპი და რა იქნება მისი ღირებულება.


ზევით