კომპიუტერული
ტექნიკის მწარმოებლები ყველა შესაძლებლობას ხმარობენ კომპიუტერული თამაშების ახალ გაჯეტებში
ინტეგრაციისთვის. როგორც ჩანს კომპანია Microsoft გეგმავს აუდიტორიას წარმოუდგინოს
ნებისმიერი სმარტფონის სათამაშო კონსოლად გადაქცევის
შესაძლებლობა, რომელიც გამოიყენებს საფირმო სერვისს გეიმერებისთვის - Project xCloud.
აშშ-ს
საპატენტო ბიუროში დარეგისტრირებულია განაცხადი, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს სათამაშო
კონსოლს. პატენტის მთავარი მიზანია მისი ინტეგრაცია დამტენ სადგურთან.
სქემა,
რომელიც საპატენტო ბიუროს წარუდგინეს, ამტკიცებს, რომ მოწყობილობა შედგება დოკ სადგურისგან,
რომელიც დაკავშირებულია კვების წყაროსთან. ასევე მოცემულია, ორი მოდული, რომელიც მაგრდება
სმარტფონზე ორივე მხრიდან და მის გარე დიზაინს ამსგავსებს Joy-Con-ის Nintendo Switch-სთვის.
სპეციალისტებმა
გაარკვიეს, რომ დაპატენტებული სისტემა იმუშავებს Project
xCloud-ის გამოყენებით, რომელიც
Microsoft-ის სერვისს წარმოადგენს. დიზაინერებმა კი პატენტის მონაცემებზე
დაყრდნობით შეიმუშავეს მოწყობილობის 3D მოდელი. გარდა ამისა, გავრცელებული
ინფორმაციის თანახმად, მოდულები იდეალურად ეთავსება თანამედროვე უსაზღვრო სმარტფონებს
და არ ფარავს მისი ეკრანის ველს.
ვარაუდობენ,
რომ სმარტფონსა და კონტროლერებს შორის კავშირი, Wi-Fi-ს საშუალებით დამყარდება, რაც უზრუნველყოფს
თამაშს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე.