სმარტფონების წამყვანი ბრენდები მაქსიმალურად ცდილობენ შეიმუშაონ სმარტფონის
ისეთი კოnცეფცია, რომელიც მომხმარებელს
ეკრანის ეფექტურად გამოყენების საშუალებას მისცემს. კომპანია LG-მ წარმოადგინა მცირე ვიდეორგოლი, რომელზეც წარმოდგენილია
ფლაგმანური სმარტფონის LG V60
ThinQ-ის კონცეფცია, რომელსაც
დამატებითი მოდულის შეერთების ფუნქცია ექნება.
_557046.jpg)
ვიდეო რგოლი გვაძლევს ვარაუდს, რომ სმარტფონი აღჭურვილი იქნება მესამე
- ინფორმაციული ეკრანითაც, რომელიც აპარატის გარეთა მხარეს იქნება განლაგებული. მასზე
აისახება ინფორმაცია დროზე, შემოსულ სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებზე.
ამით LG წავიდა მოდულური სმარტფონების
შექმნის გზით და ცხადია, რომ არ გამოიყენებს ჯერ კიდევ დაუხვეწავი დრეკადი აპარატების
კონეფციას, რომელიც მისმა კონკურენტებმა მოდელებში Galaxy Fold და Mate X გვაჩვენეს.